ხსოვნას

ნიკო ფალიანი

19 დეკ. 1994 – 22 მაისი 2025IFMGA სერტიფიცირებული მთის გიდი · მესტია, სვანეთი

ბავშვობა და ოჯახი

ნიკო 1994 წელს, მესტიაში დაიბადა მურთაზ ფალიანისა და მაყვალა გურჩიანის მოსიყვარულე ოჯახში.

ექვსი და-ძმიდან ის უფროსი იყო. მეუღლესთან, მარიამ ხარაიშვილთან — ჰყავს შვილი, კონსტანტინე ფალიანი; ასევე მისთვის ძალიან ძვირფასი დისშვილი ნინა ხერგიანი.

ნიკოსთვის ოჯახი უპირველესი იყო, მას ძალიან ახლო მეგობრობა ჰქონდა და-ძმებთან და ძალიან დიდი, ჯადოსნური სიყვარული მეუღლესთან.

და-ძმა მთებში

ნიკო ხშირად დადიოდა მთაში თავის ძმასთან, ზურა ფალიანთან ერთად. ბოლო წლებში კი ასევე უმცროს დასთან — ქეთი ფალიანთან წყვილში.

მთები და გიდობა

სვანეთის ელჩი

ნიკოს ბავშვობიდან უყვარდა მთები, სადაც პირველად ბაბუამ წაიყვანა.

თავდაპირველად სნოუბორდზე სრიალებდა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა. 2018 წელს ჩააბარა საქართველოს სამთო გამყოლთა სკოლაში, ხოლო 2019 წელს თხილამურზე გადავიდა.

ნიკო ფალიანი გახდა გიდი, შემდეგ კი - სფეროს ექსპერტი. მას არაერთხელ ჩაუტარებია კურსები როგორც ჩრდილო, ასევე სამხრეთ უშბაზე.

მან პირველმა აღმოაჩინა და ისრიალა სხვადასხვა, აქამდე შესწავლელ ადგილებში და ამით გზა გაუხსნა სხვაბსაც.

მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოში სამთო გამყოლობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში, ასევე ტურიზმის სფეროში.

როგორც მისმა უახლოესმა მეგობარმა, გოგიტა ჩართოლანმა დაწერა - ის მართლაც იყო სვანეთის ელჩი.

Freeride World Tour და უსაფრთხოება

ნიკოს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის Freeride World Tour-ში, მაგალითად უსაფრთხოების ზომების დანერგვაში; ის ხელმძღვანელობდა სათხილამურო უსაფრთხოებას და ამით იღებდა უდიდეს პასუხისმგებლობას — უფრთხილდებოდა ქვეყნის სახელს და ზრუნავდა მონაწილეების უსაფრთხოებაზე.

„ოქროს ხაზი“

“ის „ოქროს ხაზი“ (როგორც ამას ნიკო უწოდებდა), რომელიც ტურიზმსა და ბიზნესს შორის არსებობს, ცდილობდა გარკვეულ ბალანსში მოეთავსებინა და გაეზიარებინა სხვა მისნაირი, მთაზე შეყვარებული და ამ სფეროში საქმიანობის დამწყები ადამიანებისთვის.”
ითქვა ვანოს, არჩილის და ნიკოს საღამოზე

ფილმები

Kastanistan

LAMPROB

Lukmed

LOST IN GEORGIA

Glimpses of Georgia: Adventure

ჯილდოები

2025

ჯილდო ფრირაიდის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

მან დიდი როლი შეასრულა ამ სპორტის პოპულარიზაციაში, საქართველოს წარმოჩენაში საერთაშორისო ასპარეზზე და ახალი თაობის მოტივაციაში.

2026

ნიკო ფალიანის ჯილდო

„ფრირაიდის მსოფლიო ტურის (FWT) დამფუძნებლის, ნიკოლას ჰეილ-ვუდსის ინიციატივითა და ღონისძიების ადგილობრივი საორგანიზაციო გუნდის მხარდაჭერით, FWT Georgia Pro-ს ამ და მომდევნო ღონისძიებებზე, ნიკო ფალიანის სახელობის ჯილდო გადაეცემათ გამარჯვებულებს თხილამურსა და სნოუბორდში, როგორც კაცების, ისე ქალების კატეგორიაში, მისი ხსოვნისა და შეუპოვრობის პატივსაცემად.

ეს ჯილდო გამარჯვების, სიმამაცისა და მთის სიყვარულის სიმბოლოა, რის მაგალითადაც იქცა ნიკო მშობლიურ მესტიაში თუ მის გარეთ.“

მესტიის მ.ტ.ა · FWT Georgia Pro

ფოტოები

მემკვიდრეობა

ნიკო ფალიანის დანატოვარი ძალიან დიდია. ერთია ის სიყვარული, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის გულში დატოვა. მეორეა მისი კეთილი და მნიშვნელოვანი საქმეები, რომლებმაც ბევრი ახალგაზრდა დააინტერესა ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესით, ასევე მოიზიდა უამრავი ტურისტი სვანეთში და შესაბამისად მთელ საქართველოში.

ნიკო იყო შესანიშნავი მასწავლებელი, რომელიც არასდროს წყვეტდა განვითარებას. მას ჰქონდა ცოდნის გასაგებად გაზიარების განსაკუთრებული უნარი.

ის იყო გონიერი, მომავალზე ორიენტირებული და დიპლომატიური პიროვნება.

მის სახელზე ვაშენებთ MTB ბილიკს

ჰაწვალზე მესტიის საკურორტო ზონაში ველოსიპედის ბილიკს ვაშენებთ, რომელიც ნიკო ფალიანის სახელობის იქნება.