ჰაწვალი · მესტია · სვანეთი

ჰაწვალზე მესტიის საკურორტო ზონაში MTB ველო ბილიკს ვაშენებთ, რომელიც ნიკო ფალიანის სახელობისაა, ადამიანის რომელმაც სვანეთის ტურისტული და სპორტული პოტენციალის აღმასვლას თავი მიუძღვნა.
მისი ენერგია დღეს იმ მოხალისეებში და ენთუზიასტებშია რომლებიც ნიკოს სახელით მესტიას კიდევ დიდი შესაძლებობას უმზადებენ და განვითარების გზას უფართოვებენ.
ბილიკს აფინანსებენ ენთუზიასტები, ორგანიაციები, ქველმოქმედები და ყველა ვისაც სჯერა მესტიის ველო მიმართულების განვითარების. ნიკო ენთუზიაზმით უყურებდა მსგავს ინიციატივებს და ასე ვართ ჩვენც. ბილიკი დასრულების შემდეგ იქნება უფასო.

Downhill ის ბილიკი მესტიაში, ჰაწვალის კურორტზე, რეგიონში პირველი სპეციალურად აგებული სამთო ველობილიკი, რომელიც მომავალი ბაიკ პარკის დასაწყისი იქნება.

19 ქველმოქმედები
შევქმენით ორი მოსახერხებელი შემოწირულობის გზა. ერთჯერადი თანხით და ყოველთვიური, რომელსაც ასევე მოყვება ბილიკის თემის წევრობა.
ერთჯერადად
ნებისმიერი თანხა, ანგარიშისა და რეგისტრაციის გარეშე. პირდაპირ მშენებლობას ხმარდება და ერთ წუთში სრულდება
ყოველთვიურად
ყოველთვიური საწევრო ქველმოქმედება, მდგრადი და გრძელვადიანი პროექტის მხარდაჭერა, რომელიც პროექტს არა მხოლოდ ააშენებს, არამედ მომავალში მოვლაშიც დაეხმარება. რეგისტრაციით თქვენ გახდებით ნიკო ფალიანის ბილიკის თემის წევრი და მიიღებთ ბილიკის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა არხების მეშვეობით
ყოველი შემოწირულობა პირდაპირ ბილიკს ხმარდება.
თემის წევრებს აქვთ დონეები და ბენეფიტები მხარდამჭერ კომპანიებისგან
უფასო
15 ₾ / თვე
25 ₾ / თვე