მომსახურების პირობები

ბოლო განახლება: 2026 წლის სექტემბერი

მომსახურების პირობები

ბოლო განახლება: 2026 წლის სექტემბერი

1. ტერმინთა განმარტება

  • დონაცია — შემოწირულობები.
  • თემის წევრობა — ფასიანი და უფასო თვიური გამომწერი.
  • დონაციების შემგროვებელი — პლატფორმის მესაკუთრე და კანონიერი განმკარგავი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ააიპ „ჰიპო ველო საქართველო“.
  • მომხმარებელი — ნებისმიერი პირი, ვინც სარგებლობს ვებგვერდით.
  • პლატფორმა — ვებგვერდი www.nickphaliani.com, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ახორციელებს ველობილიკის დონაციის გაკეთებას და თემის წევრობად რეგისტრაციას.
  • ორგანიზატორი / პროექტის მომწყობი — პროექტის განმახორციელებელი და დონაციების შემგროვებელი იურიდიული პირი.

2. პირობების მიღება

ამ ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს. თუ არ ეთანხმებით, გთხოვთ, არ ისარგებლოთ პლატფორმით.

3. საქველმოქმედო მიზანი / არაეკონომიკური საქმიანობა

მომხმარებელი აცნობიერებს, რომ სამთო ბილიკის მშენებლობა ხორციელდება საქველმოქმედო და არაეკონომიკური მიზნებისთვის. დონაციით და თემის წევრობის რეგისტრაციისთვის გადახდილი თანხა გამოიყენება სამთო ბილიკის მშენებლობისთვის და ყველა საჭირო ღონისძიების ჩასატარებლად, რომ პროექტის განხორციელება შედგეს ჯეროვნად და ხარისხიანად, ასევე გვერდზე მითითებული ბენეფიციარის ან მიზნის მხარდასაჭერად. საკომისიო (არსებობის შემთხვევაში) არ წარმოადგენს საქველმოქმედო შემოწირულობას.

4. შემოწირულობები

  • შემოწირულობები ნებაყოფლობითი შენატანებია ველო ბილიკის მხარდასაჭერად.
  • შემოწირულობები არ ბრუნდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
  • ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ სახსრები საიტზე აღწერილი მიზნებისთვის.
  • პროგრესის მაჩვენებლები განახლდება კეთილსინდისიერად და შესაძლოა არ ასახავდეს რეალურ დროში არსებულ ჯამურ თანხებს.

5. წევრობა, გამოწერის გაუქმება და საფასურის დაბრუნება

  • წევრობის არსი: თემის წევრობა წარმოადგენს ყოველთვიურ განმეორებად შემოწირულობას, რომელსაც მომხმარებელი ადასტურებს ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს.
  • ბონუსები: ბონუსებს უზრუნველყოფენ ბილიკის მხარდამჭერი კომპანიები და მათზე ვრცელდება ამავე კომპანიების მიერ დადგენილი პირობები.
  • თემის ფასიანი გამოწერის გაუქმების წესი (Subscription Cancellation):
    • თემის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გააუქმოს თავისი ფასიანი ყოველთვიური შემოწირულობა.
    • გამოწერის გაუქმება შესაძლებელია პლატფორმის თემის სივრციდან, შესაბამის „გაუქმების“ ღილაკზე დაჭერით, ან ორგანიზატორისთვის ელექტრონული საკომუნიკაციო არხებით შეტყობინების გაგზავნის გზით.
    • მიმდინარე გადახდის ციკლის დასრულების შემდეგ, მომხმარებელს თემის ფასიანი წევრობის საფასური აღარ ჩამოეჭრება და მისი ანგარიში ავტომატურად გადაერთვება თემის უფასო წევრობის დონეზე.
  • თანხის დაბრუნების პირობები: ფასიანი წევრობის საფასური ექვემდებარება დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მოთხოვნა დაყენებული იქნება წევრის მიერ. თანხის დაბრუნება განხორციელდება გონივრულ ვადაში იმავე გადახდის საშუალებით, თუ კანონმდებლობა სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
  • დაბრუნების მოთხოვნის პროცედურა: თანხის დაბრუნების მოთხოვნისთვის მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს ორგანიზატორს ელ. ფოსტაზე: Hippovelogeorgia@gmail.com ან ოფიციალური სოციალური ქსელების საკომუნიკაციო არხებით.

6. ველო ბილიკზე წვდომა

ნიკო ფალიანის ველო ბილიკი ღიაა ყველასთვის, სრულიად უფასოდ. წევრობა და შემოწირულობები მხარს უჭერს ბილიკს, მაგრამ არ იძლევა ექსკლუზიურ წვდომას. ყველა მოსარგებლე ბილიკს იყენებს საკუთარი რისკით.

7. კონტენტი

ამ საიტზე განთავსებული ყველა კონტენტი ეკუთვნის ან ლიცენზირებულია ჩვენზე. შეგიძლიათ გააზიაროთ ბმულები ჩვენს გვერდებზე, მაგრამ არ შეგიძლიათ კონტენტის რეპროდუცირება ჩვენი ნებართვის გარეშე.

8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ ვთავაზობთ ამ ვებგვერდსა და ველო ბილიკის ინფრასტრუქტურას "როგორც არის", გარანტიის გარეშე. მთის ველოსიპედით სარგებლობას თან ახლავს გარკვეული რისკები. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ველო ბილიკით სარგებლობისას მიღებულ დაზიანებებზე.

9. პერსონალური მონაცემები

მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ეთანხმება პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

10. ცვლილებები

პროექტის მომწყობი უფლებამოსილია გონივრული ვადით ადრე შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში და აცნობოს მომხმარებლებს.

11. დავა / კანონმდებლობა

ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავა პირველ რიგში წყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში — თბილისის საქალაქო სასამართლოში ან შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში.

12. კონტაქტი და რეკვიზიტები

ამ პირობებთან დაკავშირებული კითხვებისთვის მოგვწერეთ ვებგვერდზე მითითებულ ელფოსტის მისამართზე.

  • საფირმო სახელწოდება: ააიპ ჰიპო ველო საქართველო
  • სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
  • საიდენტიფიკაციო ნომერი: 405553397
  • რეგისტრაციის ნომერი, თარიღი: 09/08/2022
  • მარეგისტრირებელი ორგანო: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
  • იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეკინის გამზირი, N 42, ბინა 39

საკონტაქტო ინფორმაცია: